პარლამენტის წინ დღეს "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის", "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა", "თავისუფალ ასოციაციათა კავშირი" და პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქცია პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება და იგი 20.00 საათზე, ზუსტად იმ დროს იგეგმება, როცა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დაიწყება.
აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნით გამოდიან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, სამუშაო ადგილების შექმნა, ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანა და სხვა.

















