logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ წავიდეთ ჩვენ საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე დაგვთანხმდება საპარლამენტო ოპოზიცია
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ წავიდეთ ჩვენ საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე დაგვთანხმდება საპარლამენტო ოპოზიცია
18:04 12.04.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ სხვადასხვა პარტიები ოპონირებას გაუძლებენ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი შეიცვლება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთ კაციანი პარტიების მხრიდან. თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსესუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მომგებიანი“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, უკვე გაიმართა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ შეიქმნა, ყველაზე მომგებიანი მმართველი პარტიისთვისაა, თუმცა, მმართველი გუნდი მზად არის სისტემის გაჯანსაღებისთვის.


„ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ამ საკითხთან დაკავშირებით და იქ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე ერთი რამ: დღევანდელი კანონი ყველაზე მომგებიანი არის მმართველი პარტიისთვის. თავის დროზე, ეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონია, რომელიც მორგებული იყო მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე. მაშინ ხელისუფლებას აწყობდა და დღესაც აწყობს ის, რომ ჰქონდეთ პოლიტიკური ფული არა რეალურ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ჯიბის ფული ქონდეს ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის“. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ წავიდეთ გაჯანსაღებაზე ამ სისტემის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალური პოლიტიკური პარტიები ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ბევრად მეტ ფულს ვიდრე ისინი იღებენ დღეს. ანუ, დაკონცენტრირდეს, შეიძლება, დაფინანსება რეალურ პოლიტიკურ პარტიებზე, რაც ნიშნავს ჩვენთვის იმას, რომ ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, თუმცა, ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთ კაციანი პარტიების მხრიდან თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსესუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მომგებიანი.


შეგვიძლია არაფერი არ შევცვალოთ ამ კანონში. ამ შემთხვევაში ჯიბის ფული დარჩება, მაგალითად, ჯოჯუას პარტიას, კაკო ასათიანის პარტიას. ეს არის ერთკაციანი პარტიები. ედპ-ს- ასევე, რამდენი კაცია დარჩენილი ამ პარტიაში აღარ ვიცი, თუმცა რეალურად, ჯანსაღი პარტიული დაფინანსების სისტემა არ ჩამოყალიბდება. ანუ, ეს იქნება რეალობა. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ჩვენს საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე დაგვთანხმდება საპარლამენტო ოპოზიცია“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაფინანსების ფორმულა უნდა გამარტივდეს.


„ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს ფორმულა. არის არაერთი ელემენტი ჩადებული ფორმულაში, რომელიც არის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გათვალისწინებული კანონში. მაგალითად, ფრაქციების კომპონენტი. თავის დროზე იყო კოალიციაში რამდენიმე პარტია, „ქართულ ოცნებაში“ ასევე იყო რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მათ ჰქონდათ საერთო ინტერესი, რომ გაეზარდათ საკუთარი დაფინანსება. ეს იყო სუბიექტური ინტერესი და შესაბამისად, დაემატა სამასი ათასიანი ფრაქციული კომპონენტი პარტიების დაფინანსებას, რაც არის მახინჯი ელემენტი პარტიების დაფინანსებაში. საბაზისო, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, ზოგადად, გათვალისწინებული, გამომდინარე იქედან, რომ ის პროპორცია უნდა არსებობდეს- გამარჯვებული პარტიის საწინააღმდეგოდ დაფინანსების სისტემაში, ანუ მცირე პარტიებს უნდა შეექმნათ გარკვეული ფორა უფრო წარმატებულ პარტიებთან შედარებით. ამიტომ, არის საჭირო საბაზისო ელემენტის გათვალისწინება, თუმცა ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც კლასიკური საბაზისო ელემენტით, ასევე იმის ხარჯზე, რომ შეიძლება, ხმების პირველი, ასე ვთქვათ, სეგმენტისთვის გამოიყოს უფრო მაღალი დაფინანსება თითოეული ხმისათვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა