პარლამენტარის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი
ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა.
მისივე თქმით, „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა“ ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს წყალივით სჭირდებათ.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინიცირებული რეფორმა წყალივით სჭირდებათ დღეს ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს. ვეთანხმები, რომ ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიოში უამრავი მაგალითი გვაქვს პატარა სტარტაპები როგორ იქცნენ უზარმაზარ, მსოფლიოში ცნობილ კომპანიებად. ერთმა განსაკუთრებულად წარმატებულმა სტარტაპმაც კი შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს, ამის მაგალითებიც ბევრია სხვა ქვეყნებში. ჩვენ ქვეყანაში უამრავი ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ვისაც ამ მიმართულებით მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებათ. მათთვის დღეს სასტარტო კაპიტალის ხელმისაწვდომობის პრობლემაა, რადგან ეს რეფორმა ამ შესაძლებლობას გააჩენს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რეფორმად მივიჩნევ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ“-განაცხადა ბეგაძემ.

















