logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი
ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი
16:03 12.04.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ჯგუფი, რომელიც მისი უშუალო საყრდენია, თუმცა ეს არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი არ უნდა გახდეს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი- ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ეს არის უმრავლესობის ლიდერი, ეს არის ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც არის ჩამოყალიბებული“- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იერარქიის შესაბამისად ურთიერთობების განსაზღვრა ნორმალური პროცესია.



„ამას ემატება შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და ა.შ. ეს არის ნორმალური პროცესი პარლამენტში, როდესაც იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება ურთიერთობები. ბუნებრივია, პირველი საყრდენი ჩემთვის არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე და ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან, 116-ე დეპუტატთან, უმრავლესობის სხდომების ფორმატში და ამ კუთხითაც დისკუსიის ნაკლებობა ჩვენ არ გვაქვს. მე მიმოვიხილე ოცი გადაწყვეტილება, დაახლოებით, საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და ოცივე საკითხთან დაკავშირებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა უმრავლესობის ფორმატში და თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. უფრო მეტიც, ჩვენთან არის ძალიან დემოკრატიული პროცესები და ტარდება ძალიან ხშირად თავისუფალი კენჭისყრები. მაგალითად, თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა ქვოტირებასთან დაკავშირებით, კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით და ესეც არის, ბუნებრივია, შიდა პარტიული დემოკრატია“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



„რაც შეეხება მივლინებებს, შეგიძლიათ ამოიღოთ ამონაწერი და ნახავთ როგორ არის გადანაწილებული პროპორცია და იკვეთება თუ რა იქ რაიმე გუნდები. ეს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არასწორია, პირდაპირ, თვალსაჩინოდ გამოჩნდება ეს მივლინებების ანგარიშიდან. არც რაიმე სხვა პრივილეგიებით არ სარგებლობენ სხვა დეპუტატები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკავიათ შესაბამისი თანამდებობა. თანამდებობა ნიშნავს დამატებით ფუნქციას. ბუნებრივია, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს მეტი ფუნქცია, ვიდრე სხვა პარლამენტის წევრს“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, თითოეული განცხადება უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზანი არა გასამართლება, არამედ სამომავლოდ პრევენციაა.



„აღარ მინდა დეტალებში შესვლა, აღარ მინდა ამის გარჩევა მარტივი მიზეზის გამო, გვექნება საშუალება დავსხდეთ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში. იქ განვიხილავთ თითოეულ განცხადებას. მიზანი გასამართლება კი არ არის, მიზანი არის ის, რომ მომავლისთვის მოხდეს ასეთი რაღაცის პრევენცია. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. ამას განვიხილავთ ჩვენ უმრავლესობის ფორმატში, აქედან გამომდინარე, გარეთ განცხადების გაკეთება, ბუნებრივია, საზიანო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა