logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით
15:48 12.04.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს რესურსი, რომ უმრავლესობაში ურთიერთობები დალაგდეს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არის უამრავი დეპუტატი, ასზე მეტი დეპუტატი და უფრო მეტიც, რომელიც სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს. არის კიდევ ერთხელ, გარკვეული შეცდომები, თუმცა რესურსი არსებობს იმისათვის, რომ ამ ადამიანებთანაც დალაგდეს ურთიერთობები. ამას ექნება, ბუნებრივია, შესაბამისი წინაპირობები“- განაცხადა კობახიძემ.




მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მუშაობას განაგრძობს და უამრავი საქმე აქვს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში, რომელსაც, ირაკლი კობახიძის თქმით, ამბიციური გეგები აქვს.



„ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით. ჩვენ არ გვცალია ნამდვილად. არ უნდა გვეცალოს ყოველ შემთხვევაში, არცერთ ჩვენგანს იმისათვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. მათ შორის საქართველოს პარლამენტში. პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს არის დაკავშირებული პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმასთან, ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ უნდა გაძლიერდეს პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქციები, ზედამხედველობის ფუნქციები. ახალი რეგლამენტია მოსამზადებელი და უკვე განხილვის პროცესშია ეს ყველაფერი, არის უამრავი, ძალიან ამბიციური ამოცანა, გეგმა და ეს უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგი და არა ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ გარკვეული დეპუტატების მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სულისკვეთებაა, რომ თანამშრომლობა თითოეულ დეპუტატთან გაგრძელდეს.



„პირობები გვექნება ჩვენ, როდესაც განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან. ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა თითოულ დეპუტატთან. პირობები იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა, ჩვენი სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან უმრავლესობაში. პირობებს რაც შეეხება, მარტივია. დაირღვა დისციპლინა, მაგალითად, შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის და ამ შემთხვევაში, ეს უნდა განხილულ იქნეს და უნდა შეფასდეს. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა ცნობილი შეხვედრა, სადაც შევთანხმდით იმაზე, რომ გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში.



იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, ბუნებრივია, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ვიმოქმედებთ ამ წესების შესაბამისად, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა