პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი
ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა, რომლის დროსაც მოხსენებით გამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე "მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის" (Mაცროეცონომიც ანდ Fინანციალ Fრამეწორკს შუცცესსფულ Iმპლემენტატიონ ოფ თჰე Bელტ ანდ ღოად Iნიტიატივე).
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში.
ქუმსიშვილი ჩინეთს 12-13 აპრილს ეწვევა.

















