საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია სამცხე-ჯავახეთის მხარეს ესტუმრა.
ზაზა გაბუნია, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი კოპაძესთან ერთად, ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, მხარის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა ნოზაძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ზაზა გაბუნიამ ქალაქ ვალეში ახალი, ევროსტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა და ისტორიული მნიშვნელობის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
„სამცხე-ჯავახეთის მხარე განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელება. მოხარული ვარ, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში რამდენიმე პროექტი მოვინახულე, გავესაუბრე ხალხს და გავეცანი ადგილობრივ საჭიროებებს. ხელისუფლების ამოცანაა განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რეგიონის სოციალ-ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას და ამაღლებას ", _ განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

















