logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე შვედეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე შვედეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
14:35 11.04.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იზაბელ დინგიზიანთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შვედეთის მხრიდან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) საქმიანობის მნიშვნელობა.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ირაკლი კობახიძემ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუცია და მასში ასახული პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, საკონსტიტუციო, მართლმსაჯულებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ ღია მმართველობის კუთხით მიღწეული წარმატებებისა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ.



მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობა შვედეთის პარლამენტთან.



საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიმართ ახორციელებს, დაძაბულობის შემცირებას და სტაბილურობის გაზრდას ისახავს მიზნად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყურადღების გამახვილების მნიშვნელობა.



იზაბელ დინგიზიანის შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება და ამაზე მეტყველებს ის შედეგიანი პროექტებიც, რომლებიც შვედეთისა და საქართველოს თანამშრომლობით ხორციელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს.



საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ წარმატებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იზაბელ დინგიზიანს, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა აქტივობები გააცნო.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა