logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: გვექნება დამატებითი შეხვედრები უმრავლესობის ფორმატში და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება
მამუკა მდინარაძე: გვექნება დამატებითი შეხვედრები უმრავლესობის ფორმატში და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება
20:46 10.04.2018
„მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა პარტიული დისციპლინა იყო. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პარტიული დისციპლინა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, უხეშად არღვევს, თან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება დამატებით შეხვედრები უმრავლესობის შიგნით პარტიულ, უმრავლესობის, ფრაქციის თუ სხვა ფორმატში და რამდენიმე დღეში, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მსჯელობაც აღარ იქნება საჭირო, იმიტომ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე. მათ ექნებათ სასაუბრო,ექნებათ გასარკვევი, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რეალური საფუძველი რა არის ამის და ა.შ. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი იქნება გარკვეული და ეს გარკვევა მოხდება პარტიის, უმრავლესობის ფორმატში და იქნება შედეგი ის, რომ კიდევ ერთხელ,ვიმეორებ ,ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ არ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე სანქციების შესახებ იმსჯელეს. “ თქვენ იცით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე საჯაროდ, რამდენიმე, სამი თუ ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომელიც არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიც არის. არასწორია იმ მიმართულებითაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ განცხადებებს. აქედან გამომდინარე, რადგან პირველი შემთხვევაა, ჩვენ მაინცდამაინც სანქციებზე პირდაპირ არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან, გავარკვევთ უმრავლესობის და პარტიის ფორმატში და ამის შემდეგ ვიფიქრებთ სხვა ღონისძიებებზე, იქნება ეს საერთოდ საჭირო, არ იქნება თუ ა.შ. მე არ მინდა დღეს დავადასტურო რაიმე სანქციების შესახებ, იმიტომ, რომ ამაზე ჩვენ ჯერჯერობით, სწორედ იმ არგუმენტის გამო, რაც უკვე მოგახსენეთ, საუბარი არ გვქონია“,- აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა