უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, იგი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის
პოზიციებს იზიარებს.
რაც შეეხება კობახიძეს, ქანთარიას თქმით, მისი ავტორიტარული ნოტები მიუღებელია.
„მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რასაც ვერ ვიტყვი პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტარული ნოტების გაჩენაზე, რაც მგონია, რომ აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას აქვს დადებითი და ამ დადებითის ამოკრება და გაერთიანებაა იმისი ვალი, ვინც პირველ პირადაა წარგენილი. ეს გახლავთ კობახიძე და მან ამაზე უნდა იზრუნოს და იმეცადიონოს და არა იმაზე, რომ სკოლის დირექტორივით თქვას - „3-4 კლასელი ურევს და ჩვენ დავალაგებთ“, ასე ნამდვილად არაა“- განაცხადა ქანთარიამ.

















