საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი
კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები მისთვის მიუღებელია.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ რომ კობახიძის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცახადებებს აკეთებენ, როდესაც პრემიერი მოუწოდებს გუნდს ერთიანობისკენ და აძლევს ყველა ადამიანს შანსს, რომ რაღაც შიგნით გაერკვეს, ვიღაც-ვიღაცებს გამოაქვთ გარეთ.
პატრლამენტის თავმჯდომარე მგონი არაა ჩვენი უფროსი. ისაა ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდით, მაგრამ ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მიუღებელი გახდა ბოლოდროინდელი მისი განცხადებები.
იმ ადამიანებმა, ვინც გედი ფოფხაძის მიმართ რაღაც ბრალდებებს ასახელებენ, ჯობია პირში წყალი გამოუვლონ.
თუ საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერი არაა“- განაცხდა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედი ფოფხაძის ბოლოდროინდელი განცხადება თანაგუნდელების მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელია.
„გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“,-განაცხადა კობახიძემ.

















