პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების
გაუმჯობესების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მასში პარლამენტის როლი წამყვანი იქნება.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი განხილვისთვის, დისკუსიისთვის, პარლამენტი ღიაა ამისათვის. ჩვენ დავაინიცირეთ ახალი პროცესი, რომელიც გულისხმობს სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას საქართველოში. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით იქნება წამყვანი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული ინტერესები. ჩვენი ამოცანა და მიზანია ინტერესების სათანადოდ დაბალანსება და რაც მთავარია, ჩვენი ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა უნდა იყო სათანადოდ დაცული შრომითი საქმიანობის განხორციელებისა“,-განაცხადა კობახიძემ .

















