logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული, ჩვენ არ გაქვს პრობლემები
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული, ჩვენ არ გაქვს პრობლემები
17:25 09.04.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის, გედევან ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედევან ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და თან ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“,-განაცხადა კობახიძემ.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ თავის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც შეაფასა მათ მიერ ხმის მიცემის პროცესი, როდესაც საქმე ეხებოდა კვოტის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატის დამტკიცებას.



„ეს იყო მძიმე შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეაგირება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო განცხადებების გაკეთების დროს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა შეცდომები დაუშვა.



,არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, თუმცა მარტივად გადაჭრადი პრობლემაა. ჩვენ გვექნება მსჯელობა თითოეულ მათგანთან და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები.



„საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. ჩვენ არ გაქვს პრობლემები. საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, მცირე ინცინდენტები პრობლემას ზოგადად ვერ შექმნის. ჩვენთან პროცესები სწორადაა დაგეგმილი, არის კონკრეტული წრე ადამიანების, რომლებიც განიხილავენ საკითხებს, მათ შორის, ეს არის მაგალითად, გარკვეული ფორმატი, რომელიც გვაქვს უმრავლესობაში, სადაც წარმოდგენილი არიან სპიკერატის წარმომადგენლები, ასევე კომიტეტების ხელმძღვანელები, ფრაქციების თავმჯდომარეები, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ლიდერი. არის სხვადასხვა ფორმატი, სადაც განიხილება საკითხები და სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ დისკუსიის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ჩვენ მთავარია განვიხილოთ პრინციპები და მე დარწმუნებულ ვარ, რომ ჩვენი დეპუტატები მომავალში ამ პრინციპების შესაბამისად იმოქმედებენ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა