logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა
13:01 06.04.2018
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, ჯეფრი გერიშთან გამართა შეხვედრა.




შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატების ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის (HLTID) მნიშვნელობას და აღნიშნული დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის მზადების პროცესს. 
 




მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ინფომრაცია მიაწოდა. მან ასევე ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის შეუქცევადი პროცესის შესახებ ისაუბრა.



შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო დროს საქართველოს მიერ წარმატებით დასრულებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ტენდენციას, რაც გამოწვეულია საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობით. მხარეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმნის კარგ წინაპირობას აშშ-ს კომერციული და ბიზნეს ინტერესების სათანადოდ წარმოჩენისთვის საქართველოში და მთელს რეგიონში.



მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტნოს სამუშაო ვიზიტით 3-6 აპრილს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს. ასევე შეხვედრებს მართავს კონგრესში, საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა