პარლამენტარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ უსწრაფესად
მოხდეს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება.
მისივე თქმით, აუცილებელია რომ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება მოხდეს.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ განმეორდა.
ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ უსწრაფესად მოხდეს გამოძიება და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ეს გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ან რომელიმე პირის თუ პირების გადაცდომით, ამას უნდა მოყვეს უმკაცრესი რეაგირება. ეს გარდაცვლილებს ვეღარაფერს უშველის, მაგრამ სამომავლო პრევენციისათვის და იმ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც ასეთი მაღალი რისკის ორგანიზაციებში მუშაობენ, იქნება სამაგალითო და მომავალში მაინც მაქსიმალურად დაიცავს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“- განაცხადა მდინარაძემ.

















