logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქვს
დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქვს
16:29 05.04.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ იმ პოზიტიურ ინიციატივებში, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

„ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ პირველ რიგში გულისხმობს, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულია. ეს ინიციატივები მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონში გამყარდეს სტაბილურობა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ იმ პოზიტიურ ინიციატივებში და იმ სიკეთეებში, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიტიურ გამოხმაურებებს, მათ შორის ევროკავშირისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინიციატივას აქვს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გაკეთდა ევროკავშირის განცხადებები, ასევე მას გამოეხმაურა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები. მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრაზე სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა აღნიშნულ ინიციატივაზე. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა, აღნიშნული ინიციატივით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტის ამოქმედებისა და დოკუმენტის რეალიზებისათვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა