logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართა
14:14 05.04.2018
პარლამენტში კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.



დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგიკული ფაქტების პრევენციისთვის მკვეთრი ზომებია მისაღები.



„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი დღეს, ტყიბულის შახტაში დაღუპული ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს კანონმდებლობაზე და აქაც უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ, რომ არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა დასრულდეს მუშაობა პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია მოხდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კომიტეტების ხელმძღვანელებმა, ერთი კვირის ვადაში, იმ კანონპროექტთა ნუსხა უნდა წარმოადგინონ, რომლებიც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით უნდა გადაისინჯოს.



„რამდენიმე კანონი არის შესაბამისობაში მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს. ეს მოხდება, სავარაუდოდ, ამა წლის ნოემბერში. შესაბამისად, ვადებში საკმაოდ შეზღუდული ვართ. პრაქტიკულად, ივნისის ბოლომდე უნდა დავასრულოთ მუშაობა პაკეტზე, რომლითაც მოხდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საქართველოს კონსტიტუციასთან. გარკვეული წინასწარი სამუშაო, ბუნებრივია, ჩატარებული გვაქვს, ანუ, გარკვეული წინასწარი სია არსებობს იმ კანონპროექტების, რომლებიც უნდა გადაისინჯოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, თუმცა, დღეს მინდა, ვთხოვო კომიტეტების ხელმძღვანელებს, თავიანთი პროფილიდან გამომდინარე, მოამზადონ ნუსხა ასეთი კანონპროექტების და ამ სიას დაურთონ მოკლე ანოტაციები, სადაც განიმარტება ძირითადი არსი იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს შესაბამის კანონებში. ალბათ, ერთკვირიანი ვადა არის ამისთვის საკმარისი და გთხოვდით, რომ არაუგვიანეს 13 აპრილისა, წარმოადგინოთ შესაბამისი კანონპროექტები ანოტაციებით“,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, კომისიის მომდევნო სხდომა აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც კომიტეტების მიერ წარმოდგენილი ნუსხა განიხილება და კანონპროექტთა მომზადებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები განისაზღვრება.



„ამ ნუსხას განვიხილავთ აპრილის მეორე ნახევარში და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ უკვე იმაზე, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი სუბიექტები ამა თუ იმ კანონპროექტის მომზადებაზე. ბუნებრივია, ამ კომისიის მიზანი არ არის ის, რომ ჩვენ განვიხილოთ კანონპროექტები. ამ კომისიას მხოლოდ საორგანიზაციო დატვირთვა აქვს. ჩვენ უნდა შევადგინოთ გეგმა და შემდეგ თვალყური მივადევნოთ ამ გეგმის მიხედვით კანონპროექტების მომზადებას. ძირითადი ტვირთი არის კომიტეტებზე, რომლებიც თავიანთი პროფილის მიხედვით მოამზადებენ შესაბამის კანონპროექტებს და უზრუნველყოფენ ამ კანონპროექტების განხილვას საპარლამენტო ფორმატში“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ათეულ კანონპროექტზე და მათ შორის არის ათამდე კანონპროექტი, რომლებიც ფუნდამენტურად, არსებითად უნდა გადაიხედოს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის საკითხები, რომლებზეც მუშაობისას, შესაძლოა საკომისიო ფორმატის გამოყენება გახდეს საჭირო.



„როგორც კი დავიწყებთ პროცესს, პირველი კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ სია შევადგინოთ. შემდეგ უკვე, განვსაზღვროთ, რომელი კომიტეტი ჩაუდგება ამ პროცესს სათავეში და ასევე, განვსაზღვროთ, ვისთან დაგვჭირდება კონსულტაციები“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.



თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს კომიტეტების თავმჯდომარეებმა. მათი განცხადებით, ამ მიმართულებით, კომიტეტებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა