მმართველ გუნდში დღეს კოსნულტაციები გაიმართება, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი გუნდის
დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება იქნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა თავად ფოფხაძე დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას.
„ვაპირებ მშვიდად შევხვდე აღდგომას და მერე ვიფიქრებ მომავალზე. არჩილი ძალიან კარგი ადამიანია და როცა ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ მომენტში შევხვდები არ მაქვს მაგის პრობლემა.
გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ემოციურად დატვირთული დღე იყო და არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება“- განაცხადა ფოფხაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.

















