პრეზიდენტის განცხადებით საქართველოში ხალხის გარკვეულ კატეგორიას თანასწორობის იდეა აღიზიანებს. ამის შესახებ დღეს მან ყვარელში ისაუბრა.
"გამოდიან ტელევიზორში და ამბობენ, რომ თურმე იმ ხალხს, ვისაც ბევრი ფული არ აქვს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ ფსიქოლოგიას შორის, იმიტომ არ შეიძლება მათი არასოდეს უკან მოშვება. მათ აღიზიანებთ იდეაც კი, რომ შეიძლება იყო მთავრობაში და ფული არ გააკეთო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ასეთ ხალხს ვაუჩერების დარიგებაც აღიზიანებთ, რადგან მათთვის მნიშვნელობა არ აქვს 5 ლარით მეტ ბენზინს ჩაასხამენ თუ არა თავიანთ მანქანებში.
ყვარელში მიხეილ სააკაშილმა დღეს საავადმყოფო გახსნა, რის შემდეგაც მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

















