საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტი და
მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას.
" ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დღედ 2 მაისი შემოგვთავაზეს. ბუნებრივია პარლამენტისგან პრეზიდენტმა დასტური მიიღო. კარგია, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას და ცდილობენ მათზე ადეკვატურ რეაგირებას",- განაცხადა მდინარაძემ.

















