logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელიამ და ელისონ დანქენმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს
ეკა ბესელიამ და ელისონ დანქენმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს
17:51 02.04.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ელისონ დანქენს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ჭრილში აქტუალური საკითხები იყო განხილული.


სტუმარმა სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მოდელზე ისაუბრა.


როგოც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა და ამ პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ამერიკელ მოსამართლესთან, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი გამორჩეული მოსამართლეა. ელისონ დანქენს გამოცდილება აქვს, მათ შორის, რეფორმის განხორციელების და სხვადასხვა ტიპის სამოსამართლეო აქტიურობის კუთხით. ვსაუბრობდით ჩვენი რეფორმის ფარგლებში არსებული საკითხების გადაწყვეტის და სიახლეების შესახებ. სტუმარმა მოსამართლეთა დანიშვნის, არჩევისა თუ გათავისუფლების წესთან და ასევე, პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გამოცდილება გაგვიზიარა. აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ამ კვირის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები აქვს და ვფიქრობ, რომ ეს ეხმარება ჩვენს პროცესს, რომელიც რეფორმის წარმატებით გაგრძელებას გულისხმობს", -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეკა ბესელიას აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დანქენთან შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა