პრალამენტარი, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილების მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს თბილისის უფრო სწორად განვითარებას.
მისივე თქმით, თბილისი კახა კალაძის და ,,ქართული ოცნების” დაპირების შესაბამისად, ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.
„კახი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს. როგორც ვიცი, ამას თავად გენგეგმის ავტორებიც დაეთანხმნენ.
მსგავსი რაციონალური, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს თბილისის უფრო სწორად განვითარებას და მსგავსი მიდგომები გვაძლევს იმედს ვიფიქროთ, რომ თბილისი, კახა კალაძის და ,,ქართული ოცნების” დაპირების შესაბამისად, ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“- განაცხადა დინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ კონტრაქტი ძალაში დატოვა და კომპანიას გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განუსაზღვრა.

















