logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმ წინსვლით, რაც გვაქვს დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმ წინსვლით, რაც გვაქვს დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
10:28 01.04.2018
"დღეს ჩვენ, ჩვენი პრაგმატული, რაციონალური საგარეო პოლიტიკის წყალობით მოვახერხეთ და მივაღწიეთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ხელისუფლება ამაყობს იმ წინსვლით, რომელიც 2012 წლის შემდეგ არის.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მოგმართოთ, ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც გული შეგტკივათ ჩვენს ქვეყანაზე და რომლებიც ერთგულად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პარტიასთან ერთად. ზუსტად თქვენი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით, მათ შორის ჩვენ ვამაყობთ, რა თქმა უნდა, იმ წინსვლით, რომელიც გვაქვს დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ჩვენი მიზანი არის ის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ ის მთავარი მიღწევა, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, არამედ ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს მიღწევა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც მყარ საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.
„ასევე ჩვენ დავაანონსეთ დეცენტრალიზაციის რეფორმა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის რგოლი ხელისუფლების, რომელიც ყველაზე ახლოსაა მოსახლეობასთან და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თვითმმართველობის გაძლიერებას ენიჭება საკვანძო როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ასევე ჩვენი ეკონომიკა ვითარდება და ვითარდება სწრაფი ტემპით. ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი გასულ წელს, ევროპის მასშტაბით, მათ შორის ჩვენს რეგიონში, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, საქართველოში სტაბილურობის ხარისხის თვისობრივი ამაღლება. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა გვქონდა 2008 წელს, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში და ომის შემდგომ წლებში. დღეს ჩვენ, ჩვენი პრაგმატული, რაციონალური საგარეო პოლიტიკის წყალობით მოვახერხეთ და მივაღწიეთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ბუნებრივი აუცილებელი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა