31 მარტის თარიღთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ
ალიევის 1998 წლის 26 მარტის ბრძანებულებით აზერბაიჯანელთა გენოციდის დღედაა გამოცხადებული, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"1998 წლიდან 31 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკა სახელმწიფო დონეზე აღნიშნავს აზერბაიჯანელების გენოციდს. ეს არის ხალხის მიერ აზერბაიჯანის ისტორიაში, აზერბაიჯანელი ხალხის ბოლო ასწლეულის ტრაგიკული მოვლენებისადმი ხსოვნის გამოვლინება. მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტები, რეპრესიები, აზერბაიჯანელების მშობლიურ მიწებიდან გაძევების ფაქტები შეიძლება ჩაითვალოს მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ გვერდად. აზერბაიჯანელი ხალხის ამ ტრაგიკულ ისტორიაში სომხური შოვინიზმის აშკარა კვალი არსებობს, რომელიც "დიდი სომხეთის" შექმნის იდეის ბოდვით ამ მიზნის მისაღწევად ყოველ ხერხსა და ქმედებას მიმართავდა.
სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ გატარებული გენოციდისა და აგრესიის პოლიტიკას 200 წლის ისტორია გააჩნია. ამ პოლიტიკის მიზანი იყო აზერბაიჯანელების მათი მშობლიური მიწებიდან გაძევება და ამტერიტორიებზე სომეხი ისტორიკოსებისა და იდეოლოგების მიერ შემუშავებული "დიდი სომხეთის" შექმნა. აზერბაიჯანელები თანდათანობით მშობლიურ მიწას ჩამოაშორეს, ხოლო ამ ტერიტორიებზე სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლებული სომხები განათავსეს, აზერბაიჯანის ტოპონიმები კი გასოხმურდნენ.
XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სომხების ყარაბაღსა და ირევანის საყაენოს ტერიტორიაზე გადასახლებამ დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურ ცვლილებას შეუწყო ხელი.
მეХIХ საუკუნეში, რუსეთ-ირანისა და რუსულ-თურქული ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანიდან 40 ათასი სომეხი იქნა გადასახლებული, 85 ათასი თურქეთიდან, ირევანისა და ნახიჩევანის საყაენოს ტერიტორიაზე "სომხური რეგიონი" იქნა ორგანიზებული. ფაქტიურად ეს იყო აზერბაიჯანის მიწების ხარჯზე შექმნილი მომავალი სომხეთის ფუნდამენტი. მოგახსენებთ, რომ იმ მომენტისთვის ირევანში ცხოვრობდა 7331 აზერბაიჯანელი და 2369 სომეხი.1905 წელს სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელების მასიური ხოცვა-ჟლეტვა მათივე მშობლიურ მიწებზე იქნა ჩადენილი, ასობით დასახლება იქნა განადგურებული. 1918 წლის გაზაფხულზე სომეხმა ნაციონალისტებმა, მათ შორის ბოლშევიკების ნიღბის ქვეშ მზაკვრული დაშნაკის პოლიტიკის გამტარებელმა სტეფან შაუმიანმა და მის ხელთ არსებულმა ძალებმა აზერბაიჯანელების მიმართ განახორციელეს ბოროტქმედება ბაქოში, შამახში, გუბაში, ყარაბაღში, ლანკარანში, განჯაში, ზანგეზურსა და სხვა რეგიონებში. განსაკუთრებული სისასტიკით 70 ათასი უდანაშაულო ადამიანი იქნა განადგურებული, დედამიწის ზედაპირიდან ბევრი სოფელი წაიშალა და მათი მაცხოვრებლები იქნენ გაძევებულნი.
აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილებად სომხეთისთვის გადაცემა1920-იან წლებში, ჩვენი თანამემამულეების 1948-1953 წლებში საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით სომხეთდან დეპორტაცია, როგორც ცალკეული გეგმის კომპონენტები ჩატარდა სპეციალური სცენარის მიხედვით. სომხეთისა და სსრკ-ის ხელმძღვანელობის მიერ პროვოცირებული1980-იანი წლების ბოლოს მთიანი ყარაბაღის ნაციონალისტების სეპარატისტული გამოსვლა, რომელიც შემდეგომ გადაიზარდა რეალურ, ფართომასშტაბიან ომში, დაახლოებით ერთი მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებობა, სომხების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის 20% ის ოკუპაცია - ეს აზერბაიჯანელ ხალხისადმი მიყენებული ჭრილობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სომეხი შოვინიზმებისა და "დიდი სომხეთის" აზრსმოკლებული იდეით მცხოვრების მიერ იყო ჩადენილი.
მსხვილ სახელმწიფოებში არსებული უცხოური სომხური დიასპორისა და ლობის შესაძლებლობების გამოყენებით სომეხი ნაციონალისტები განაგრძობენ "მრავალჭირვარამგადანახადი, დაჩაგრული სომეხი ერის" იმიჯის წარმოქმნას, ამავე დროს ცდილობდნენ დაემალათ მათ მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის შესახებ სიმართლე და ასევე ცდილობდნენ აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციის ფაქტის მსოფლიო თანამეგობრობისათვის შეგუებას. თუმცა, აზერბაიჯანელ ხალხს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან სომეხი ნაციონალისტების საშინელი ქმედებები, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მიიღებს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.
1998 წლის 26 მარტს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა განკარგულება "აზერბაიჯანელების გენოციდის შესახებ". ეს იყო პირველი დოკუმენტი, რომელმაც მისცა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება სომხების მიერ „დიდი სომხეთის“ შექმნის იდეის სახელით განხორციელებულ დანაშაულებს და ამ განკარგულების მიხედვით 31 მარტი აღინიშნება როგორც აზერბაიჯანელების გენოციდის დღე.
ნეტარი მეხსიერება ეთნიკური წმენდის ყველა მსხვერპლს!"-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

















