იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის
საპარლამენტო პროექტისსაერთაშორისო ექსპერტს, პოლ სილკს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს რეგლამენტის ცვლილებების პროცესზე. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამგანაცხადა, რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, პირველ რიგში, განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარეობს, თუმცა მასშისხვა ისეთი საკითხებიც შევა, რომელიც საქართველოს პარლმენტისთვის სიახლე იქნება.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო კონტროლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. მისივე თქმით, ამმიმართულებით პარლამენტმა პირველი ნაბიჯების გადადგმა 2013 წლიდან დაიწყო პარლამენტის რეგლამენტში ცალკეულ ცვლილებებისგანხორციელებით.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის საერთაშორისო ექსპერტმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვაპარლამენტის მოქმედ რეგლამენტთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთის პარლამენტის საუკეთესო პრაქტიკაზე სხვადასხვასაკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის მიმართულებებზე და უფლებამოსილებებზე.
ეკა ბესელიამ ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაზე, როგორც საკანონმდებლო, ასევე ზედამხედველობის კუთხით. მან სტუმარს საპარლამენტო კონტროლის კუთხით კომიტეტის მიერ დანერგილი ინოვაციური ფორმატები და სამომავლო გეგმები გააცნო.

















