logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე: არგენტინისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი
არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე: არგენტინისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი
17:59 30.03.2018
არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატას ეწვია, სადაც ის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეს კორნელია შმიდტ ლიერმანს შეხვდა.



შეხვედრაზე ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საელჩოს გახსნის დღიდან, უკვე ექვსი წელია, რაც საქართველოს არგენტინასთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებს და ეს კავშირები დღითიდღე ძლიერდება.



პარლამენტარმა შმიდტმა აღნიშნა, რომ არგენტინის პარლამენტს გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ არგენტინა კიდევ უფრო ღია გახდეს მსოფლიოსთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნებთან შექმნილი მეგობრობის ჯგუფების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამ კონტექსტში, ელჩმა დაადასტურა, რომ მისი სურვილია საქართველოსთანაც შეიქმნას მეგობრობის ჯგუფი.
„გვინდა გავაძლიეროთ კავშირები არგენტინასთან და ხელი შევუწყოთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების გზით. „საქართველო რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, გეოგრაფიული თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა და მას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია არგენტინისთვის“ - დასძინა ელჩმა.



ირაკლი ყურაშვილმა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობათა გაღრმავების პოტენციალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის წარმოება არის ის სფერო, რომელიც საქართველოსა და არგენტინას აერთიანებს.
„საქართველო ღვინის აკვანია, არგენტინა კი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია“.
ტურიზმზე საუბრისას, ყურაშვილმა განაცხადა, რომ „არგენტინა ძალზე პოპულარულია საქართველოში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი ჩადის ამ ქვეყნის მოსანახულებლად“.



შეხვედრის დასასრულს, დეპუტატმა შმიდტ ლიერმანმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატს ვიზიტისთვის და აღუთქვა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბებას. მან ასევე დაადასტურა, რომ არგენტინა დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებით. „საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი“ - დასძინა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა