logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
16:43 30.03.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბრენდან სმიტს შეხვდა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბრენდან სმიტს, გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა იყო გამოხატული.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის დინამიკას. მხარეებმა მიმოიხილეს დემოკრატიის კონსოლიდაციის ფონზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი, ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობის გაზრდა და ამ პროცესში, თანათავმჯდომარეების როლი. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობას.



სოფიო ქაცარავამ იმედი გამოთქვა, რომ „Irish Footprint Program”- ის ფარგლებში საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. „საქართველოს მოქალაქეებისთვის ირლანდიაში უვიზო მოგზაურობა შესაძლებლობას მოგვცემს ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ირლანდიის ბიზნეს დელეგაციების ვიზიტზე, რაც მისივე შეფასებით, ირლანდია-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებისკენ იქნება მიმართული.



საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, გიორგი კახიანი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე არიან შეხვედრა ასევე გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. რორი მონგომერისთან შეხვედრისას მხარეებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ირლანდია-საქართველოს თანამშრომლობა, ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები განიხილეს.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა