პარლამენტარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის
თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მისასალამებელია.
მისივე თქმით, თვითმმართველობის გაძლიერების, დეცენტრალიზაციის და რეგიონების განვითარების მიმართულებით დიდი რეფორმებია წინ.
„მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ქალბატონი მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
თვითმმართველობის გაძლიერების, დეცენტრალიზაციის და რეგიონების განვითარების მიმართულებით წინ გვაქვს დიდი რეფორმები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალბატონი მაია, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი შემოუერთდა ამ პროცესს მინისტრის რანგში“- განაცხადა გაბუნიამ.

















