პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის შესახებ სასულიერი პირის შეურაცხყოფად აფასებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გაბრიჩიძემ განაცხადა, სიუჟეტის ავტორი თენგიზ გოგოტიშვილი მეუფე იობის შესახებ სარკაზმით საუბრობს.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო მედიის შეტევის ობიექტი სასულიერი პირია.
„მედიის შეტევის „მსხვერპლი“ მეუფე სერაფიმეც გახდა, რომელმაც წმინდა სინოდის წევრების მიმართ გიგი უგულავას დამოკიდებულებაზე ღიად ისაუბრა. პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ გოგოტიშვილის სიუჟეტი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებაა“ - განაცხადა გაბრიჩიძემ.
ამასთან, სიუჟეტის ავტორისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

















