logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ეკა ბესელია: პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით
ეკა ბესელია: პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით
12:39 30.03.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტიც და მთავრობაც საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ.



ამის შესახებ ბესელიამ მთავრობის ადმინისტრაციისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის GGI-ის მიერ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროცესი. დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით“- განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წინასწარ კარგად იყოს გააზრებული და შეფასებული თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ საკანონმდებლო ცვლილება სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და თუ სხვა მიმართულებებით.

„ბოლო პერიოდში, პარლამენტი, მის მიერ ინიცირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და იმ შესაძლო ცვლილებებს, რომელიც ამ კუთხით განხორციელდება. პირველმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ სადაც კი უფრო სიღრმისეულად დავინახეთ, როგორ შეიძლება წინასწარ გაიზომოს შესაძლო ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები, ამას გაცილებით უფრო უკეთესი იმპლემენტაციის პროცესი მოჰყვა“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემაში მოქალაქეთა ჩართულობის იმ ახალი სტანდარტის გაჩენა, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში.

„ნებისმიერი კანონპროექტის, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის წინასწარ გამოქვეყნებას და პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთვას, მოჰყვება ჩვენი ვალდებულება - დავიწყოთ მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული კომენტარების, შეფასებების და ანალიზის შეგროვებაა, და ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, განმარტებით ბარათს, კიდევ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგან ფორმალური დასაბუთება ვეღარ უძლებს დღევანდელ სტანდარტს.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე მართებული მიდგომა საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომ წინასწარ გაანალიზდეს და შეფასდეს ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ცვლილებას“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა