logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი შარვაშიძე ტაილანდში შეხვედრებს მართავს
გიორგი შარვაშიძე ტაილანდში შეხვედრებს მართავს
09:47 30.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მდგრადი განვითარების მე-5 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ტაილანდს ეწვია.
ბანგკოკში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მდგრადი განვითარების მე-5 ფორუმი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მონაწილეობს თანათავმჯდომარის სტატუსით.



სამ დღიან ფორუმს ESCAP-ის წევრი ქვეყენების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი ესწრება.



საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე.



ფორუმის ფარგლებში გაიმართა ლევან დავითაშვილის და გიორგი შარვაშიძის გამოსვლები სამუშაო სესიებზე, სადაც აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მდგრადი განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ამასთან, ESCAP-ის შტაბ-ბინაში სპეციალურად მოწყობილ პარტნიორების პავილიონში განთავსდა საქართველოს სტენდი.



28 მარტს, ფორუმის პარალელურად, გაიმართა გიორგი შარვაშიძის ორმხრივი შეხვედრა ტაილანდის კომერციის მინისტრის მოადგილესთან ჩუტიმა ბუნიაპრაპასარასთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სფეროში მიღწევებზე ისაუბრა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაილანდის სამეფოსთან, როგორც რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, განიხილეს საქართველო-ტაილანდის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექნის შესაძლებლობა. ტაილანდის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, ხელი შეეწყოს ტაილანდის სამეფოში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას, ასევე ტაილანდელი ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის განხორციელებას.



29 მარტს შედგა გიორგი შარვაშიძის შეხვედრები ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვირასაკდი ფუთრაქულთან და ტაილანდის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (TICA) გენერალურ დირექტორთან სუპატრა სრიმაიტრიპიტასთან. შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები. ტაილანდის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფაზე. TICA-სთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს სრული მზადყოფნა, განავითარონ თანამშრომლობა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მიზნით დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე.


ფორუმის პარალელურად, ESCAP-ის შტაბ ბინაში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ღონისძიების შემდეგ შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია.



ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები UNESCAP-ის აღმასრულებელ მდივანთან შამშად ახტართან და ტაილანდის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა