logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: საქართველოს ორი ძლიერი მოკავშირე გვყავს ინოვაციური დაფინანსების საკითხებში - საფრანგეთი და გერმანია
მარიამ ჯაში: საქართველოს ორი ძლიერი მოკავშირე გვყავს ინოვაციური დაფინანსების საკითხებში - საფრანგეთი და გერმანია
20:38 29.03.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტის რანგში, გაეროს მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში.
შეხვედრაზე განიხილეს 23-26 აპრილს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) გლობალური ფორუმის ფარგლებში გერმანიის, საფრანგეთისა და საქართველოს ერთობლივი მხარდაჭერით დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის პროგრამა, რომელიც ეძღვნება ინოვაციური დაფინანსების მნიშვნელობას გაეროს 2030 მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელების გზაზე. ნიუ იორკის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდება ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითებზე გარემოს დაცვის მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კერძო სადაზღვევო სქემებში კომერციული და სოციალური ინტერესების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.


ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2018 წლის ივლისში თბილისში დაგეგმილი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმის პროგრამა და რეკომენდაციები, რომელიც საქართველომ გლობალური სამდივნოს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა შესთავაზოს საერთაშორისო თანამეგობრობას.


"ინოვაციური დაფინანსება არის გაეროს 2030 პროგრამის წარმატებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა და გერმანიის შესაძლო თანადგომა, როგორც ექსპერტული ცოდნით, ასევე კონკრეტული, წარმატებული პროექტების მაგალითებით, გაეროს სხვა წევრი-სახელმწიფოებისთვის გახდება განსაკუთრებით საყურადღებო. ნიუ-იორკის და თბილისის შეხვედრებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაქტიუროთ საერთაშორისო თანამეგობრობა ინოვაციური დაფინანსების გარშემო და შესაბამისად, ხელი შევუწყოთ მსოფლიოში ჰუმანიტარული და განვითარებითი პროგრამებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების შექმნას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციურ დაფინანსების საკითხებში, საქართველოს ორი ძლიერი მოკავშირე გვყავს - საფრანგეთი და გერმანია" - აღნიშნავს მარიამ ჯაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა