საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ჯერ-ჯერობით თანამდებობის
დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ პრემიერმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობაში ცვლილებები იგეგმება.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

















