logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა
20:44 28.03.2018
საპარლამენტო დელეგაციამ უსაფრთხოების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით, გერმანიაში, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში, შეხვედრები გამართა. 26-28 მარტს, სამი დღის განმავლობაში, კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის შეხვედრისას, აშშ-ის კონგრესის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ესტონეთის, ლატვიის და გერმანიის პარლამენტის წევრებისგან უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტებზე და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მონიტორინგის მიმართულებებზე მოხსენებები მოისმინეს.

მარშალის ცენტრის ექსპერტებთან გამართულ შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: დემოკრატიული სამოქალაქო ზედამხედველობა შეიარაღებულ ძალებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების გაძლიერება, თავდაცვის სექტორის ზედამხედველობის სტრატეგიული განვითარება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ზედამხედველობის ურთიერთქმედება ლატვიის ეროვნული უშიშროების სტრუქტურის პერსპექტივით, სახელმწიფო საიდუმლოება და სახელმწიფო გამჭვირვალობა, უშიშროების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობა გერმანიის მაგალითებზე.

სამუშაო ვიზიტის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით, საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას წამყვანი სახელმწიფოების პრაქტიკის გასაცნობად, რათა ქვეყანა ამ მიმართულებით, ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

„სამი დღის განმავლობაში საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციამ, ჯორჯ მარშალის ცენტრში საინტერესო დისკუსიები გავმართეთ. შეხვედრებზე განვიხილეთ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საქართველოში არსებული ვითარება და ცალკეული ქვეყნების გამოცდილებებსაც გავეცანით. აღინიშნა, რომ საპარლამენტო ზედამხედველობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ასევე პარლამენტის ძლიერი აპარატი და ამ კუთხით, მომავალში სხვადასხვასამუშაო შეხვედრა თუ ტრენინგი დაიგეგმა, სადაც აშშ- სა და ევროპის ქვეყნების ექსპერტები და პარლამენტის აპარატის წევრები ქართველ კოლეგებს საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში ქართული მხარის ვიზიტი აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო. გერმანიაში გამართულ შეხვედრებს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, ირაკლი კოვზანაძე და ირაკლი ბერაია დაესწრნენ. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დაზვერვის სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა