logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
16:53 27.03.2018
პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.

ცვლილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი საჯარო უწყება იქნება, სადაც ევროპული ტიპის გენერალური დირექტორატის პორტფელი შეიქმნება. ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის შექმნა პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მის დაქვემდებარებაში იქნება ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტები.

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოვალეობები იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა იქნება ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.

ცვლილებების თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნება ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება. (აღსანიშნავია, რომ აქამდე ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველო კურირებდა).

მთავრობის, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ამოცანაა კომუნიკაციის დაგეგმვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ინფორმირება, საკომუნიკაციო სტრატეგიის იმპლემენტაცია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტების მიხედვით უწყებაში არსებულ დეპარტამენტებშიც იგეგმება ცვლილებები. მთავრობის დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად იქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაზე. კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში შეიქმნება დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო. დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისთვის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში დღეს არსებული ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს დამატება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა