logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კალაძე მეწარმე ქალთა მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო
კახა კალაძე მეწარმე ქალთა მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო
13:34 27.03.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიურ კონფერენციას - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდისა და რეფორმების შემუშავებაში“ დაესწრო. კონფერენცია ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ევროკავშირის EU4Business-ის ინიციატივით, წელს მეოთხედ გაიმართა.

თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა იდეალური არ არის და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. დღეს უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისგან და ძალადობისგან. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც თანასწორი უფლებები იქნება; სადაც ხელშეწყობილი იქნება ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში და სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, წარმატებულ, აქტიურ ქალებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ.

„მინდა ვიხილო ძალიან ბევრი ქალბატონი ბიზნესსა და პოლიტიკაში. თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც. მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს რეალიზებული სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა