მთავრობა კახეთის რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ყვარელში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, კახეთს ყოველთვის ჰქონდა დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს.
"წელს, როგორც არ უნდა უჭირდეს ჩვენს ქვეყანას, ასობით მილიონის ხარჯვას ვიწყებთ იმისთვის, რომ აქაურობა იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო, - განაცხადა სააკაშვილმა.
ყვარელში დღეს მიხეილ სააკაშვილმა ახალი საავადმყოფო გახსნა.

















