logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
09:53 27.03.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (LSE) სტუდენტებთან, რომლებიც საქართველოს 26 მარტს ეწვივნენ,შეხვედრა გამართა. აღნიშნული ვიზიტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბის “Grimshaw“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო რეიტინგებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებისა და საქართველოს ძალისხმევაზე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

LSE-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბი “Grimshaw“ 1923 წელს დაფუძნდა და აერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. გარდა ლექციების და დისკუსიებისა, კლუბს აქვს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის პრაქტიკა. წელს, საქართველოში ჩამოსული 12 სტუდენტი 7 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფი გამართავს შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო და აკადემიურ წრეებთან. ასეთი ვიზიტების მიზანია ზოგადად ქვეყნის, მიღწეული პროგრესისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

ლონდონში დაბრუნების შემდეგ კლუბი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას LSE-ის მედია საშუალებების მეშვეობით გაავრცელებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა