logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინეს
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინეს
19:59 26.03.2018
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რიგით მეათე „წლიური ეროვნული პროგრამა“ წარადგინა. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ აღნიშნული დოკუმენტი მიმდინარე წლის 22 მარტს დაამტკიცა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი და დადებითად შეაფასეს „წლიური ეროვნული პროგრამით“ წარმოდგენილი რეფორმების დღის წესრიგი. დოკუმენტი შეფასდა, როგორც შედეგზე ორიენტირებული, ამბიციური და ყოვლისმომცველი. მოკავშირეების მიერ ყურადღება გამახვილდა რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც უფრო აახლოვებს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისა და რეფორმების განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და ევროტლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შესაბამისად იქნება ასახული, როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტებში, ასევე მის ფარგლებშიგასამართი შეხვედრების ფორმატებში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და დაგმეს საქართველოს მოქალაქის მკვლელობა. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღირების პოლიტიკის მიმართ.

ამას გარდა, ხაზი გაესვა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას.

საუბარი აგრეთვე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ძალისხმევას ჩაერთოს ნატო-ს აქტივობებში რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა