logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი: აფხაზეთში ბოლოდროინდელი ვიზიტი კერძოა და იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს
იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი: აფხაზეთში ბოლოდროინდელი ვიზიტი კერძოა და იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს
10:29 26.03.2018
იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა.
როგორც წერილშა ნათქვამი, წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ვიზიტი კერძო ხასიათის იყო და ის იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.
წერილს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


„წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშრებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარევ,
ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ და უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ და მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში.
ამ დადებით ფონზე, მსურს გამოვყო რამდენიმე საკითხი:

1. თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სახელმწიფოში ერთობ წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ;

2. ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე;

3. წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას.

4. წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშრებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.



და ბოლოს, გსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისათვის საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და დიალოგის დამყარებას, და ასევე უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობებისათვის.



დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და გაცვლითი ვიზიტები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მომავალში“- ნათქვამია წერილში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა