logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შვეიცარიის წარმომადგენელი: საქართველოს პრემიერმა წერილით კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა გამოხატა
შვეიცარიის წარმომადგენელი: საქართველოს პრემიერმა წერილით კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა გამოხატა
13:24 24.03.2018
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება და იგი "მოჯადოებული წრიდან" გამოსვლის კონსტრუქციულ მიდგომად შეაფასა.

საკუთარ გამოსვლაში შვეიცარიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა შვეიცარიის შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის და აღნიშნა, რომ შვეიცარია დაინტერესებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებით.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა პატივისცემას და თანამშრომლობას კონფლიქტის მხარეთა შორის.

შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით შვეიცარია მიესალმება 2018 წლის 9 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, სადაც მან გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა მოვლენათა ნეგატიური მოჯადოებული წრიდან გამოსვლის მიზნით"-განაცხადა მან.

მისი განცხადებითვე, შვეიცარია იზიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა მექანიზმების შეუზღუდავ წვდომას.

შვეიცარიამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეებს გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა