logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ავსტრალია: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიება
ავსტრალია: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიება
13:13 24.03.2018
ავსტრალიამ მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“. ავსტრალიის წარმომადგენელმა სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს და დაგმო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პუნქტების გახსნა, მან ასევე შეშფოთება გამოხატა აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათი გამოძიება მოითხოვა.

„რეზოლუციის მოთხოვნაა დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წვდომა. საქართველოს მხრიდან ამგვარი რეზოლუციის წარდგენა გამართლებულია, ვინაიდანეს რეგიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილს შეადგენს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი გამართლებულია გაგრძელდეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, წამებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტების გამოძიება. სამაგიეროდ,გამართლებული არ არის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად სხვა ქვეყნის მიერ ამ რეგიონებში საარჩევნო პუნქტების გახსნა, როგორც ეს გასულ კვირასმოხდა“ - განაცხადა ავსტრალიის წარმომადგენელმა.

მან დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა