logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე: გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას
ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე: გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას
12:56 24.03.2018
„ეს არის ის საერთაშორისო მექანიზმი და ბერკეტი, რასაც საქართველო იყენებს, რათა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური ძალის განმახორციელებელმა აგოს პასუხი ყველა იმ დარღვევაზე რასაც ადგილი აქვს და ასევე შესაძლებელი იქნას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მექანიზმებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის დარეგულირების პროცესში. აღსანიშნავია ასევე რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის კომენტირებისას.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა უმაღლესმა ორგანომ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღწერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და მოითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი, რათა ადგილზე შეფასდეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანისუფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისომონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა