logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
12:47 24.03.2018
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 24-28 მარტს, ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების მუშაობაში 140-მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 65 სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.

ასამბლეის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასამბლეას სიტყვით მიმართავს და ამ გამოწვევაზე ისაუბრებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჟენევაში შეხვედრებს გამართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან გაბრიელა კუევას ბარონთან და გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგონგთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართულოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები -ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია. საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 178 წევრ და 12 ასოცირებულ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა