logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიდი ბრიტანეთი: გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებაზე უარს ეუბნებიან
დიდი ბრიტანეთი: გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებაზე უარს ეუბნებიან
11:46 24.03.2018
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სესიაზე, სადაც განიხილებოდა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

ადამიანის უფლებათა საბჭოზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება და ადგილზე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათაკომისრის, ასევე მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვება მოითხოვა.

„უაღრესად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს სისტემატიურად უარს ეუბნებიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებაზე. ამ შეშფოთებამ კონკრეტული ასახვა უმაღლესიკომისრის 2017 წლის სექტემბრის ანგარიშში (A/HRC/36/65) ჰპოვა. რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ განგაშის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები ჯერ კიდევ არაძლევენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ ტერიტორიებზე წვდომის უფლებას. ისეთი დარღვევები, როგორიცაა თვითნებური დაკავებები, წამება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ყველა ჩვენგანისშეშფოთების მიზეზს უნდა წარმოადგენდეს“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება და ამ ტერიტორიებზეადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმატიულობის ხარისხის გაზრდაა.

მისივე განცხადებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული შემაშფოთებელი ინფორმაცია დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, რაცხელს შეუწყობს საქართველოს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გაერთიანებული სამეფო მიესალმა ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანისუფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტშიგამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა