logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: აუცილებლად დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება
ირაკლი კობახიძე: აუცილებლად დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება
18:33 23.03.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო კვირაში უმრავლესობა დააინიცირებს კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ განაცხადა, რაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით არ იქნა მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში გარკვეული საკითხები განიხილება და პოზიციების შეჯერების შემდგომ, ახალ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება

„დისკუსია იყო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კვოტირება ზოგადია პრინციპი, თუმცა საუბარი იყო კვოტების გადანაწილებაზე პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის, ასევე საუბარი იყო გარკვეული ვადით ამ კვოტირების შემოფარგვლაზე. ეს საკითხები განიხილება, ამაზე შევჯერდებით უმრავლესობაში და ამის საფუძველზე დაინიცირდება ახალი კანონპროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერილი იქნება უმრავლესობის მხრიდან. საერთო სულისკვეთება არის იგივე - ჩვენი ამოცანაა, რომ სულ მცირე 25%-მდე გავზარდოთ შემდეგი არჩვენების საფუძველზე ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში, ხოლო 2024 წლისთვის უკვე ავიდეთ სულ მცირე 33%-იან მაჩვენებელზე. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ეს იყო ასევე წარმოდგენილი კანონპროექტის ამოსავალი წერტილი და ამ სულისკვეთებას დაეფუძნება ჩვენი ინიციატივაც“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა