საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას, ხელისუფლების
მიერ ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებაზე მონოპოლიის შენარჩუნების კიდევ ერთ უკანონო მცდელობად მიიჩნევს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის მიერ დაფარვის ზონის გაფართოებისთვის ხელის შეშლა პირპდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს ინფორმაციული ვაკუუმის შენარჩუნებას.
„ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი იქნება ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სივრციდან გათიშვის მცდელობა. ვაფრთხილებთ ხელისულფლებას! მსგავს ქმედებას აუცილებლად მოჰყვება ქართული საზოგადოების საპასუხო რეაქცია“- აცხადებენ „ამომრჩეველთა ლიგაში“ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

















