უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის თქმით, „გირგვლიანის შესწორებებით" მნიშვნელოვანი ცვლილებები
შევა სისხლის სამართლის კოდექსში.
მისივე თქმით, "აღნიშნული ცვლილებები სამართალწარმოების კანონიერად განხორციელებისათვის კიდევ მეტად მყარ გარანტიებს შექმნის.
"აღნიშნული ცვლილებები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოსაგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალ სტანდარტს, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალწარმოების კანონიერად განხორციელებისათვის კიდევ მეტად მყარი გარანტიების შექმნას.", - განაცხადა ხატიძემ.

















