საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტში შეხვედრას გამართავს.
დავით დონდუა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებს ინფორმაციას მიაწვდის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარალკებების მიმდინარეობის თაობაზე, მათ შორის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც მიმდინარე წლის 27-28 მარტს გაიმართება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში პარლამენტის წევრებთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში წარიმართება.

















