საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ქალაქ
ჟენევას ეწვია, სადაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან შეხვედრებს გამართავს.
დავით ზალკალიანი დელეგაციებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე რაც გამოიხატება ადგილზე სიცოცხლის უფლების ხელყოფის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევევის სხვა ფაქტებში) ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრებზე მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს ამ გარემოებების საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით, გაერო-ს ადამიანს უფლებათა საბჭოს მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციის აუცილებლობაზე. ასევე, ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, 23 მარტს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს 37-ე სესიაზე, სადაც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის -"თანამშრომლობა საქართველოსთან" მიღება იგეგმება .

















